ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ოფისის მიერ რუსულ კანონზე გაკეთებულ დასკვნას გამოეხმაურა.
გიგი წერეთლის თქმით, მოცემული დასკვნა ძალიან მკაფიოა და აღნიშნავს, რომ ეს რუსული სულისკვეთების კანონი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და გასაწვევია.
„აქ არის მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხიც, ვინაიდან ეუთოს ეს ოფისი მსოფლიოში საარჩევნო მონიტორინგის მთავარი სტრუქტურაა და მისი შეფასებები გადამწყვეტია, აღნიშნული დასკვნა ლოგიკურად მიგვითითებს, რომ ამ კანონის პირობებში საარჩევნო გარემო ვერ იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხოლო ეს ვალდებულება საქართველოს, როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას, აღებული აქვს“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.