სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოდან ბრატისლავაში გადაიყვანეს.
ინფორმაცია მედიას ბანსკა ბისტრიცის საავადმყოფოს დირექტორმა დაუდასტურა.
მედიის ცნობით, ფიცო უკვე ბრატისლავაში თავის სახლში იმყოფება.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან 15 მაისს დაჭრეს. შემთხვევა ბრატისლავასთან ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა. მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველმა ერიკ კალინიაკმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტყვიები ფიცოს წვრილ ნაწლავში მოხვდა. ”მას ხუთჯერ ესროლეს, მაგრამ ექიმებმა სასწაული მოახდინეს”, - თქვა მან.