აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფარულად ნება დართო უკრაინას ამერიკული იარაღით დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ხარკოვის რეგიონის საზღვრებთან. იუწყება Politico წყაროზე დაყრდნობით
„ახლახან პრეზიდენტმა თავის გუნდს დავალება მისცა, უზრუნველყოს, რომ უკრაინამ შეძლოს გამოიყენოს ამერიკული იარაღი ხარკოვის რეგიონში საპასუხო დარტყმებისთვის, რათა უკრაინამ უპასუხოს რუსეთის ძალებს, რომლებიც ახორციელებენ ან ემზადებიან დარტყმებისთვის, - განაცხადა გამოცემის წყარომ.
როგორც წყარომ გამოცემას უთხრა, რუსეთის შიგნით შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა და ეს კვლავ აკრძალ;ულია.
Politico-ს ცნობით, ახლა უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ამერიკული იარაღი ხარკოვისკენ გაშვებული რაკეტების ჩამოსაგდებად, დაარტყას რუსულ ძალებს საზღვრის გასწვრივ რუსეთის მხარეს ხარკოვთან ახლოს და რუსულ ბომბდამშენებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიისკენ ბომბებს უშვებენ.
ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Politico-ს განუცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია გამოიყენოს იარაღი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ან შორი მანძილის რაკეტების გასაშვებად რუსეთის სიღრმეში სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად.