უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშვიდობო სამიტის წინ, რომელიც შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება, ხელს მოაწერენ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. ხელმოწერა იტალიაში მოხდება.
ამის შესახებ Financial Times წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
"სამშვიდობო სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ზელენსკი და ბაიდენი როგორც მოსალოდნელია ხელს მოაწერენ ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას მომავალ თვეში G7-ის შეხვედრაზე იტალიაში“ - წერს გამოცემა აშშ-ის ანონიმ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
დიდი შვიდეულის სამიტი 13-15 ივნისს იტალიაშია დაგეგმილი. გამოცემის წყაროები არ აკონკრეტებენ, რომელ დღეს გაფორმდება ხელშეკრულება.