სწორი გადაწყვეტილება არ იყო, როცა პირველად კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ამის თქმა არ ნიშნავს, რომ ვინმეს თავს ვესხმით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პროცესი გახსოვთ. თავის დროზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეთანხმებოდით, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნოდა? ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ამის თქმა არ ნიშნავს, რომ ვინმეს თავს ვესხმით, არამედ ყველა პარამეტრით, რითიც სხვა ქვეყნებს სტატუსი მიენიჭათ, ჩვენ სტატუსი უფრო გვეკუთვნოდა. თავდასხმაა, როცა ვამბობთ, რომ ჩვენთან მიმართებით ასეთი მოქცევა დაუმსახურებელი იყო?“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.