რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კიევს მართავს „ომის პარტია“ და მასთან დიალოგი მშვიდობის შესახებ რთული წარმოსადგენია.
კიევს "ომის პარტია" მართავს და ის ცდილობს თავის განცხადებებში დაამარცხოს რუსეთი ბრძოლის ველზე. ასეთ პირობებში რთული წარმოსადგენია დიალოგი მშვიდობის შესახებ“, - განაცხადა მან.
ლავროვის თქმით, 2022 წლის 30 სექტემბრიდან უკრაინაში იურიდიულად აკრძალულია რუსეთთან მოლაპარაკებები.
„რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის სამართლებრივ სტატუსს 20 მაისის შემდეგ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოეწურა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ საკითხზე საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა 24 მაისს მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე“, - თქვა ლავროვმა.