41-ის მხარდაჭერა ნიშნავს პუტინის მხარდაჭერას - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ლეგიტუმურობაფაქტობრივად უკვე დაკარგა.
„ამ ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა ფაქტობრივად დაკარგა. როდესაც შენ სანქცირებული ხარ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, როცა გეუბნებიან, რომ გახვედი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, და საქართველოს მოქალაქეების 90%-ის არჩევანს ეწინააღმდეგები, ლეგიტიმურობა დაკარგული გაქვს. ლეგალურობა, რომ ესენი არალეგიტიმურები არიან, უნდა გაფორმდეს არჩევნებზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.