მარგუს ცაჰკნას თბილისში აქციაზე გამოსვლის საკითხი მთავრობასთან არ განუხილავს , - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.
კალასს ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა ეს მინისტრის მხრიდან სათანადო ქცევად და იყო თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის ეს ნაბიჯი წინასწარ განხილული.
“არა, არ განუხილავს, მაგრამ, რაც ცხადია, არის ის, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, გარკვეული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი რეფორმებთან დაკავშირებით იღებენ, არასწორი მიმართულებით მიდის. ეს აღარ არის შიდა ქართული საკითხი. აქ, რეალურად, მთელი ევროკავშირის სანდოობა დევს სასწორზე.
მე არ ვილაპარაკებ ამ პერფორმანსზე. რა თქმა უნდა, სტილი თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტი, რომ ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ საქართველოში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ვფიქრობ, ეს სწორია, რომ ვაჩვენოთ, ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს დგას, – განაცხადა კაია კალასმა.