ეს არის ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"აღნიშნულ კომპანიას განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობის, შრომითი ექსპლუატაციის, გარემოს დაბინძურების, კორუფციის, საჯარო მოხელეების მოსყიდვის და ვალის მდგრადობის დარღვევის დიდი გამოცდილება აქვთ. მაგალითად 2009 წელს ფილიპინებში საგზაო პროექტის სატენდერო პროცესში, თაღლითობის აღმოჩენის გამო, მსოფლიო ბანკმა ჩინურ კონსორციუმს გზებისა და ხიდების მშენებლობა აუკრძალა 8 წლით.
ეს არის ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს ამოფარებული რუსული პოლიტიკა, ამ ხელისუფლებამ რუსეთის ორბიტაზე გაიყვანა ეს ქვეყანა და საერთაშორისო კორუფციულ აბლაბუდაში ცდილობს ჩვენს გახვევას. ოფშორების კანონით დაწყებული, საერთაშორისო მაქინაციებში ეჭვმიტანილი კომპანიებით დამთავრებული, ღრმა კომუნიზმში ვბრუნდებით. მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა არის დარჩენილი", - ამბობს კუპრაძე.
როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება.