გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე წერს , რომ ქართველები არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც იბრძვიან.
"ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენთვის მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს: თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით. თქვენ იბრძვით ევროპისთვის, თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის", - წერს როთი.