სენატორი ჯიმ რიში საქართველოს პარლამენტის მიერ აგენტების კანონზე ვეტოს დაძლევას ეხმიანება, რიშის თქმით, საქართველოს მთავრობამ აღარ უნდა ისარგებლოს აშშ-ის მხარდაჭერით.
"ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს შენების გზაზე. აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას, მაგრამ საქართველოს მთავრობამ აღარ უნდა ისარგებლოს აშშ-ის მხარდაჭერით" - წერს X-ზე სენატორი ჯიმ რიში.