აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება.
მისი თქმით, დღევანდელი დღეს საქართველოსთვის სევდიანი დღეა.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული სტილის "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მიღება საქართველოსთვის სევდიანი დღეა. თუმცა, ხალხმა გამოხატა, რომ ისინი ივანიშვილს მათი დემოკრატიის განადგურებისა და ევროპული მომავლის წართმევის უფლებას არ მისცემენ. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - წერს სენატორი კარდინი.