ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსული კანონის მიღებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ შეძრწუნებულია პარლამენტის გადაწყვეტილებით.
“ჩვენ შეძრწუნებული ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, არ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა, გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია და დატოვოს თავისი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი მომავლისთვის," - წერს ცაჰკნა.