ეს კანონი კლავს, - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
შავგულიძემ სასესიო სხდომაზე, ჩამოთვალა ის მუხლები, რასაც ეს კანონი ეწინააღმდეგება და ის სფეროები, რომელიც ამოქმედების შემდეგ შეიზღუდება.
ეს კანონი კლავს - შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას, მისი გამაკრიტიკებელი ხმა არასამთავრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის სახით მოსპოს. ამიტომ ეწინააღმდეგება ეს კანონი კონსტიტუციის 22-ე მულს, გაერთიანების თავისუფლებას - იმიტომ, რომ გაერთიანების უფლება არის და თუ მოკლავ აღარ ყოფილა,“ - ამბობს შალვა შავგულიძე.
სხდომაზე რამდენიმე წუთში საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტოს დასაძლევად კენჭისყრას გამართავს.