"ქართული ოცნება" აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ვეტოს საკითხის განხილვა დაიწყება.სავარაუდოდ, დღესვე იქნება კენჭისყრაც.
პარლამენტის შიდა ეზოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. "
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვეტოს დაძლევენ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს ქართველი ხალხის ინტერესია.
ჟურნალისტი: აპირებთ კანონის მხარდაჭერას?
„რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი," - თქვა პაპუაშვილმა.