სალომე ზურაბიშვილმა ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ, ცხადად, თანაც ელჩების თანდასწრებით, დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა. ის თავისი პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ. ეს არის, მარტივად, დარღვევა კონსტიტუციის, უკვე მეორე სახის დარღვევა კონსტიტუციის. ელჩებიც იქ იყვნენ. ახლა საინტერესოა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, თუნდაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სხვადასხვა რესურსის გამოყენება\არგამოყენების საკითხების განხილვაში, აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის დარღვევას თუ ჩვენ ვიხილავთ რეაქციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, როდესაც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი ერევა საარჩევნო კამპანიაში?“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.