სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არის დესტაბილიზაციის, ქაოსის და ომია ქარტია, რომელიც ემსახურება ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ქვეყანა დასუსტდება.
„დოკუმენტი აანონსებს დროებით არჩევნებს, დროებით მთავრობას, ანუ არჩევნების ჩატარების შემდეგ კიდევ უნდა ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში უნდა მოხდეს ინსტიტუტების გადაკეთება, მათი თავიდან დაკომპლექტება. წარმოიდგინეთ, ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც ყოველდღიურად ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება, არ ეცოდინება, რა მოხდება მომავალში. რა თქმა უნდა, იქნება თანამდებობების გადანაწილების მცდელობა და მოქალაქეებს შეუძლიათ, წარმოიდგინონ, როგორ ეცდებიან რადიკალურ ოპოზიციაში ამ ინსტიტუტებისა და ძალაუფლების გაყოფას. მეტიც, ამის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ქვეყანა დასუსტდება. დასუსტდება მისი მედეგობა უსაფრთხოების რისკების მიმართ, რასაც, არ არის გამორიცხული, მოჰყვეს ჩარევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, მოჰყვეს ქვეყნის დესტაბილიზაცია ან უფრო მძიმე პროცესებიც. ამიტომ ეს ქარტია პირდპირ ემსახურება ქვეყნის დესტაბილიზაციას.
მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ოპოზიცია თავად არ არის ჩამოყალიბებული, ერთიანდებიან თუ ერთდებიან ამ ქარტიის გარშემო. ის, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღიარეს ევროპული ფრონტის ხელმძღვნელად, ადამიანი, რომელსაც რუსეთის აგენტს ეძახდნენ წინა წლებში და გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსულ პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია და აჩვენებს, პარლმენტში რამდენად უთავმოყვარეო და არათანმიმდევრული რადიკალური ოპოზიცია გვყავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.