ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც იმსჯელებენ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება.
სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს ასევე, ესტონეთის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრა მარგუს ცაჰკნას განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ ევროკავშირის რეაგირების გზებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ "აგენტების კანონთან" დაკავშირებით".
"საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას, მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს. ასე რომ, ჩვენ დღეს ასევე დავაყენებთ საქართველოს საკითხს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, ძალიან მკაფიო უნდა იყოს პასუხში, რადგან ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას სავიზო თავისუფლების, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, ასევე, კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსი. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ საქართველოს სიტუაციასაც, რადგან ქართველს ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს მთავრობაც ამას დაპირდა არა მხოლოდ ხალხს, არამედ ევროკავშირსაც. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გზის მიმართ გარანტირებული არ არის, რადგან საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს შეთანხმებული გზის ცხრა პირობა. პირველ რიგში, რაც გვინდა, არის ის, რომ გვსურს, კომისიისგან მივიღოთ ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა, ასევე, მოვამზადოთ რეაქციები. ვგულისხმობ როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე პერსონალურ სანქციებს, თუ ეს შესაძლებელია, მაგრამ ასევე ვიზების რეჟიმის შესაძლო შეჩერებისა და გადახედვის შესახებ. ასე რომ, იმიტომ რომ ყველაფერი მიეცა საქართველოს მთავრობას, ის გარანტირებული არ არის, საქართველოს ხელისუფლება ახლა ისე უნდა წავიდეს წინ, როგორც ეს შეთანხმდა ევროკავშირთან და ძირითადად ქართველ ხალხთან“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.