პრეზიდენტს აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ უსამშობლოებთან ერთად რევოლუცია მოახდინონ, იმიტომ, რომ შემდგომ გახსნან მეორე ფრონტი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილი სხვა პატრონს ემსახურება.
პრეზიდენტს სხვა დაკვეთა აქვს, სხვა ამოცანა აქვს მას, სხვა პატრონს ემსახურება, არ ემსახურება ქართულ საზოგადოებას, ქართულ ინტერესებს, მას აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ უსამშობლოებთან ერთად რევოლუცია მოახდინონ, იმიტომ, რომ შემდგომ გახსნან მეორე ფრონტი,“ - ამბობს ზარქუა.