“სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" მიესალმება.
„ვფიქრობ, რომ ზოგადად დიდი ერთიანობით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას. ახლა, ღონისძიების პარალელურად ჭავჭავაძიდან მოვდივარ, იქაც ბევრი ხალხია, ეროვნული ერთიანობა იქ არის, ეს ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ, რომ ქვეყნის დიდი აღმშენებლობა დავიწყოთ. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ვალდებულება უნდა ავიღოთ, რომ იმ რეფორმებს, რაც ხალხს უნდა, ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანებისთვის უმოკლეს ვადაში შევასრულებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.