პარტია "ახალი" ხელს მოაწერს ქარტიას, - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
"ქარტიასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. მე ვფიქრობ, რომ შეფერხება ჩვენი მხრიდან არ იქნება. პარტია "ახალი" ხელს მოაწერს ქარტიას. სადღაც ნაკლებად, სადღაც მეტად, მაგრამ ჯამურად, მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით და ხელს მოვაწერთ და შევუერთდებით," - განაცხადა გვარამიამ.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.