უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის სავაჭრო ცენტრ „ეპიცენტრზე“ რუსული ძალების დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა, დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებიც სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები იყვნენ.
ამავდროულად, კომპანია „ეპიცენტრი“ იტყობინება, რომ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, პერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სტუმრები და თანამშრომლები რაც შეიძლება სწრაფად გაეყვანათ.
„თუმცა, შენობის ცენტრალურ ნაწილზე ორი თავდასხმა მოხდა განგაშის სიგნალის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, იერიშის შედეგად გაჩნდა ფართომასშტაბიანი ხანძარი“, - განმარტავენ კომპანიაში.
მათივე განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ამასთან, სავაჭრო ცენტრის კიდევ 11 თანამშრომელთან კავშირი ბერ მყარდება. დაშავებული ვიზიტორების რაოდენობის შესახებ მონაცემები ზუსტდება.