უკრაინის შეიარაღებული ძალების 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა დონეცკის ოლქში მორიგი რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდეს.
„უკრაინის დონბასის სტეპებში კიდევ ერთი მტრის სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავი იწვის“, - წერია ბრიგადის განცხადებაში.
ეს არის მეექვსე თვითმფრინავი, რომელიც ბრიგადამ ბოლო კვირების განმავლობაში ჩამოაგდო.
მანამდე ამავე ბრიგადის ჯარისკაცებმა სუ-25 23 მაისს ჩამოაგდეს.
4 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა დონეცკის რეგიონში რუსული სუ-25-ის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ასევე 11 მაისს მათ ჩამოაგდეს კიდევ ერთი სუ-25, ხოლო 13 მაისს მესამე. მეოთხე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ 18 მაისს გახდა ცნობილი. 22 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა სუ-25-ის ჩამოგდების შესახებ.