ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გეგმა, არ მოექცეს საქართველო იზოლაციაში, ოპოზიციის გეგმა კი არის პროტესტი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ ჩამოვიშორებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა რთულდება.
„ათასობით ადამიანია ქუჩაში გამოსული, რთულდება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა, განსაკუთრებით ხელისუფლების. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გეგმა, რომ საქართველო არ მოექცეს იზოლაციაში, არ დარჩეს მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. გლობალური ომის წარმომადგენლები ეძახეს ვენეციის კომისიას, მერე ნატო-ს, გაერო-ს. მოკავშირე არ დარჩა ხელის ჩამომრთმეველი. ვარჰეი იყო ერთი უნგრელი, რომელიც გამარჯობას ეუბნებოდა და ისიც აღარ ეტყვის. ოპოზიციის გეგმა არის პროტესტი, სანამ „ქართულ ოცნებას“ არ ჩამოვაშორებთ. საერთაშორისო ასპარეზზე სათქმელი ითქვა. ევროპასა და ამერიკას სუვერენიტეტის მთავარ მტრად აცხადებენ. ამერიკა არის 20 000 კილომეტრი აქედან და რუსის ჯარი დგას 30 კილომეტრში“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.