ავღანეთი, ბელორუსი, ბირმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კუბა, კონგო, ლიბია, ირანი, რუსეთი, ნიკარაგუა, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, იემენი და საქართველო - ეს არის ქვეყნები სადაც ანალოგიური სანქციები მოქმედებს (სხვადასხვა მასშტაბით), - ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
ქადაგიძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მიმართავს.
„ავღანეთი, ბელორუსი, ბირმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კუბა, კონგო, ლიბია, ირანი, რუსეთი, ნიკარაგუა, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, იემენი და საქართველო
ეს არის ქვეყნები სადაც ანალოგიური სანქციები მოქმედებს (სხვადასხვა მასშტაბით).
ქართული ოცნება თუ ოქტომბერში არ გავისტუმრეთ, ყოველდღიურობაც ისეთივე გვექნება როგორც ამ ქვეყნებშია.
პ.ს. Business Association of Georgia - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თქვენ არ იდარდოთ, საინვესტიციო კლიმატის და ბიზნესის კეთების სიმარტივით, ამ ჯგუფში ვიქნებით პირველები სამაგიეროდ“, - წერს ქადაგიძე.