არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა - ასე ეხმიანება პარტია "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს.
"საქართველოში ასეთ მიდგომაზე პასუხი უკვე არსებობს. მეც ეს პასუხი მექნება – „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“. როდესაც დასავლეთში დასავლური კანონი არის მაღალი საჭიროების და უკვე რიგი დგას ქვეყნების, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ასეთი ტიპის კანონს იღებენ და საქართველოში იგივე კანონი არის რუსული, ეს არის ორმაგი სტანდარტი. საქართველოში ყველას აქვს უფლება და, მით უმეტეს, ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა. იგი ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას.