ესპანეთის კუნძულ მალიორკაში, კურორტ პლაია დე პალმაში რესტორნის შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. იუწყება Reuters.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის შვიდმა ადამიანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ცხრა პირი მძიმედ დაშავდა. ყველა დაშავებული პალმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამაშველო სამსახურები ნენაგრევებში ადამიანებს ეძებენ. მაშველების თქმით, სიმძიმის გამო ტერასა ჩამოინგრა, თუმცა ნგრევის მიზეზები ჯერ კიდევ დგინდება.