აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი ეხმიანება ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებას სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან.
"დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი", - წერს ბასი.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის სათაურია: “საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”