ჯო ბაიდენი კენიას ნატო-ს ფარგლებს გარეთ აშშ-ის მთავარ მოკავშირედ განიხილავს. ამის შესახებ თეთრ სახლში კენიის პრეზიდენტის უილიამ რუტოს ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადეს.
შეერთებული შტატები ამ სტატუსს (Major non-NATO ally) ანიჭებს ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ მჭიდრო და სტრატეგიული სამუშაო ურთიერთობები აშშ-ის სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის სფეროს ოფიციალურ პირებთან.
"აშშ ღრმად პატივს სცემს კენიის მიერ შეტანილ წვლილს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საჰარის სამხრეთით, აფრიკის ქვეყანას მიენიჭა ნატო-ს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირის სტატუსი," - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.