სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდამსხმელის, იურაი ცინტულას განცხადებით, მას არა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკვლა, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება სურდა, რათა სამომავლოდ არსებული პოლიტიკის გატარება ვერ გაეგრძელებინა.
ცინტულამ დაკითხვაზეგანაცხადა, რომ ფიცოს მთავრობის გადაწყვეტილებების შემდეგ თავს გრძნობდა უძლურად და იმედგაცრუებულად და არ ეთანხმებოდა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას - კერძოდ, სპეციალური პროკურატურის გაუქმებას და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას.
მან თქვა, რომ სურდა უკრაინის სამხედრო დახმარების განახლება სლოვაკეთიდან და ამჟამინდელი მთავრობა ევროკავშირთან მიმართებით იუდად მიაჩნდა. ამიტომ მან გადაწყვიტა ემოქმედა.
სასამართლოს დოკუმენტში ასევე მოყვანილია ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ მოისმინა, როგორ ლანძღავდა იურაი ცინტულა რობერტ ფიცოს და შეწუხებული იყო ფიცოს რუსეთთან და უნგრეთთან კარგი ურთიერთობით.
ცნობისთვის, 71 წლის იურაი ცინტულა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 15 მაისს დაესხა თავს და დაჭრა. სლოვაკეთის პრემიერი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. გამოძიების მიხედვით, რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი დამოუკიდებლად მოქმედებდა. რობერტ ფიცოზე თავდასხმის დაგეგმვა მან 13 მაისს დაიწყო.