ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს პროცესი უნდა მივიყვანოთ ლოგიკურ ფინალამდე, ამ რეჟიმის დემოკრატიულ მარცხამდე და ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ძალაუფლებიდან ჩამოშორებამდე.
„შოთაძის გადადგომა ივანიშვილის რეჟიმის რღვევაა და ამტკიცებს, რომ ქართული საზოგადოება საყოველთაო პროტესტით სწორ გზაზე დგას.
თავისუფალი სამყაროს წნეხთან ერთად სწორედ ამ პროტესტის გაგრძელება და გაღრმავება მოგვიტანს შედეგს პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ“თქვა გიგა ბოკერიამ