სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოში განუცხადეს, პატრიარქი რეზიდენციაშია და თავს კარგად გრძნობს.
"პატრიარქი კარგადაა. ის სახლში იმყოფება და სტუმრებს იღებს. რაც შეეხება მისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ის ტყუილი და ბოროტი ადამიანების მოგონილია", - განმარტავენ საპატრიარქოში.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.