აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა ორივე მხარის კონგრესმენთა ჯგუფის მიმართვა გაავრცელა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის მიმართ, რომელშიც მოუწოდებს პენტაგონმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელების ნება დართოს და ასევე გააფართოვოს უკრაინელების სწავლება ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე.
კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ გარკვეულ პირობებში დარტყმების განხორციელებისუფლება უნდა მიეცეს .
კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ უკრაინელებს არ შეუძლიათ ეფექტურად დაიცვან თავი ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, რომელიც უნდა შეიცვალოს.
”უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს დიდი შეშფოთება და განაცხადეს, რომ სიტუაცია ახლა იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ოდესმე. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა მისცეს უფლება, გარკვეულ პირობებში, გამოიყენოს იარაღი, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტების წინააღმდეგ იერიშების მიტანა. ასევე მოამზადოს მეტი უკრაინელი მფრინავი F-16-სთვის და გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები“, - განაცხადა ტერნერმა.
კანონმდებლები ასევე მიუთითებენ, რომ კიევი ითხოვს სულ მცირე Patriot -ის 7 სისტემას დიდი ქალაქების დასაცავად: „მოგიწოდებთ, ითანამშრომლოთ ჩვენთან რესურსების მიწოდების დასაჩქარებლად, ვიდრე ჩვენი მეგობრები უკრაინაში აგრძელებენ თავიანთი ტერიტორიის დაცვას რუსული სასტიკისაგან, თავდასხმისა და აგრესიისგან“, - აღნიშნულია წერილში.
მიმართვას ხელს 13 კონგრესმენი აწერს.