უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის გენშტაბი ადასტურებს 19 მაისის ღამეს დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსული სარაკეტო ხომალდის „ციკლონის“ დაზიანების ფაქტს
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსულ სარაკეტო ხომალდ „ციკლონზე 19 მაისის ღამეს იერიში მიიტანეს.
მანამდე გავრცელდა იფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაცია „კალიბრის“ მატარებელი რუსული ხომალდის დაზიანების შესახებ.
უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა დმიტრო პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ „ციკლონის“ დაზიანების შემთხვევაში მტერი ვეღარ შეძლებს ახლო მანძილზე „კალიბრის“ რაკეტების გაშვებას.