უკრაინისა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ივნისის თვეში დაიწყება. ამის შესახებ გამოცემა POLITICO-ს ხუთი დიპლომატი ანონიმურად ესაუბრა. მათი თქმით, ევროკავშირი 25 ივნისს (ევროპული საბჭოს სამიტის თარიღი) უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროპელი და უკრაინელი დიპლომატები ახლა ამ საკითხს ინტენსიურად განიხილავენ უნგრეთის მთავრობასთან, რათა თანხმობა მისცეს უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
გამოცემის ცნობითვე, ისევე როგორც დეკემბერში, ახლაც უკრაინისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი უნგრეთია. ერთ-ერთი წყაროს თქმით, უნგრეთს, შესაძლოა, სურდეს უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თავიდან აცილება, ვიდრე ივლისში როტაციის პრინციპით უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.