საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში,
ვაშინგტონი ხელს მოაწერს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა ანტიდასავლურ რიტორიკას და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას შეწყვეტს.
კანონპროექტის, სახელია MEGOBARI Act. ამ კანონპროექტის თანახმად, კონგრესი ასევე დაავალებს ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემას, რაც რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიის დასაცავად იქნება გამიზნული.
პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ-ში დარწმუნდებიან, რომ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან და მდგრად პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებაში, რაც დადასტურდება სულ მცირე სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი.
ფოტო: დიმა ზვერევი