უკრაინული მედიის ცნობით, 20 მაისის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინას 29 „შაჰედის“ ტიპისდრონით შეუტიეს, ხარკოვის რეგიონს კი ისკანდერ-მ-ის ბალისტიკური რაკეტით დაესხნენ თავს. უკრაინის ძალებმა ყველა დრონი გაანადგურეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონები ოდესის,მიკოლაევის, პოლტავისა და ლვოვის ოლქებსი ცამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა „შაჰედები“ რუსეთის ქალაქების პრიმორსკო-ახტარსკის და კურსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ გამანადგურებლები, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები დაუკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.