გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, იძულებული გახდა მოულოდნელად დაშვებულიყო და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, იძულებული გახდა მოულოდნელად დაშვებულიყო და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას", წერს მიშელი.
მანამდე მედიამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩავარდა.
გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე იმყოფებოდა, სადაც ის ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.
ასევე, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი მძიმედ დაეშვა.