სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მდგომარეობა, რომელიც 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში დჭრეს, კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილური. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა.
კალინიაკის თქმით, ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოდან ბრატისლავაში მისი გადაყვანა ჯერჯერობით შეუძლებელია. გარდა ამისა, ექიმების თქმით, ფიცოს რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დასჭირდება.
ფიცოს მკვლელობის მცდელობისთვის 71 წლის მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი იურაი ცინტულა დააკავეს. 15 მაისს ის იმ მცირერიცხოვან ჯგუფს შორის იყო, რომლებთანაც ფიცო მთავრობის სხდომის შემდეგ მისასალმებლად გამოვიდა. თავდამსხმელმა ახლო მანძილიდან ხუთი გასროლა განახორციელა. პრემიერ-მინისტრს სამი ტყვია მოხვდა.
ცინატულამ თავდასხმის მოტივები მთავრობის პოლიტიკასთან უთანხმოებით ახსნა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მწერალი, სხვა საკითხებთან ერთად, არ ეთანხმება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას.
ცინტულამ დანაშაული აღიარა. მას 25 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.