რუსეთის ძალების იერიშის შედეგად ხარკოვის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ხარკოვთან მდებარე სოფელ ჩერკასკაია ლოზოვაიში დასასვენებლ ცენტრს დაარტყეს.
მისი თქმით, რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიას ორი რაკეტა დაესხა თავს. თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორსული ქალი. დაიჭრა კიდევ 16 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 8 წლის გოგონა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა.
მისივე ცნობით, ცეცხლის ქვეშ მოექცა კუპიანსკის რაიონი, სადაც თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.