ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ძალების მიზანს ქალაქების ჩასივ იარისა და ვოლჩანსკის ხელში ჩაგდება წარმოადგენს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალების ბოლოდროინდელი გააქტიურება ხარკოვისა და აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებებზე, უკრაინულ ძალებზე ზეწოლას ახდენს.
„ამით სარგებლობს რუსეთი და ძალისხმევას ოპერატიულად მნიშვნელოვან ჩასივ იარისკენ მიმართავს, რადგან მისი დაკავება ხელსაყრელ პოზიციებს უზრუნველყოფს რუსეთისთვის, განახორციელოს შეტევითი ოპერაციები კონსტანტინოვკასა და დრუჟკოვკაზე. ქალაქებზე, რომლებიც უკრაინის თავდაცვითი სარტყელის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, დონეცკის ოლქის ძირითადი თავდაცვაა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა ფოკუსირება მოახდინეს ვოლჩანსკის აღებაზე, რადგან ეს მათ საშუალებას მისცემს მიიღონ ტაქტიკური უპირატესობა ხარკოვის რეგიონში.
როგორც ISW იუწყება, ვოლჩანსკის აღება ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით რუსეთის შეტევის მცდელობის პირველი ეტაპის ნაწილია. მტრის არმიამ დარტყმები განახორციელა მდინარე სევერსკი დონეცის ხიდებზე, რათა სწრაფად მოეხდინა ბრძოლის ველის იზოლირება აღმოსავლეთით დაგაეზარდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო კავშირის განადგურებისა და ვოლჩანსკის დაკავების შანსები.
ანალიტიკოსების თქმით, რუსები ქალაქზე უფრო დიდი რაოდენობით დარტყმებს ახორციელებენ, ვიდრე საზღვრის გასწვრივ სხვა ტერიტორიებზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული ძალებისთვის ამჟამად პრიორიტეტულია ვოლჩანსკის დაკავება, რადგან ის ერთ-ერთი ტაქტიკური სამიზნეა ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილზე შეტევითი ოპერაციების პირველ ფაზაში.
გარდა ამისა, რუსეთის ძალებმა ვოლჩანსკის დაკავების შემდეგ, შესაძლოა სცადონ, წინსვლა ველიკი ბურლუკის მიმართულებით, რათა საფრთხე შეუქმნან კუპიანსკის მიმართულებით უკრაინული ძალების დაცვას.