ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აგენტების კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს წინსვლის საშუალებას იძლევა.
„საქართველოს პრეზიდენტის ვეტო "უცხოელი აგენტების"კანონზე გვაძლევს წინსვლის საშუალებას.
ესტონეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი და დაუბრუნდეს ევროკავშირის კურსს," - წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.