უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, 18 მაისს ხარკოვზე რუსი ოკუპანტების თავდასსმი შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ინფორმაციას საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ დინეგუბოვი ავრცელებს.
მისი განცხადებით, დარტყმა საცხოვრებელ სექტორზე განხორციელდა.
მისივე თქმით, დაინგრა რამდენიმე კერძო სახლი, დაშავებულთა შორის არიან 13 და 16 წლის ბავშვები.