ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ორი დღის წინ პარლამენტთან რუუსლი კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, თავისუფალია. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა და დაკავების დეტალებზე ისაუბრა
"საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს, გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად და დაგვაკავეს მოულოდნელად. დავით ქაცარავაც დააკავეს, ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იყო.
პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად და წინიდან ვიღაცების აყვანა დაიწყეს და მაგას ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ და მეც შემითრიეს მაგ მომენტში...
კიდე შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ ", - განუცხადა გრიგორიადისმა ჟურნალისტებს.