შოკირებული და შეძრული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის გამო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი X-ი წერს.
„ვუსურვებ მას ძალას სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. ფიქრებით რობერტ ფიცოსთან ვართ, მის საყვარელ ადამიანებთან და სლოვაკ ხალხთან ერთად“, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შემთხვევა ბრატისლავასთან
ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც მთავრობის სხდომა იმართებოდა. მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც იუწყებიან, ფიცოს რამდენჯერმე ესროლეს, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს მიღებული. პრემიერი ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.