სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ის ჰოსპიტალიზებულია.
შემთხვევა ბრატისლავასთან ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა. მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო და დაინახა, როგორ აკავებდა პოლიცია კაცს.