ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.
"თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე.
ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას.
მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს.
ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად", - წერს მეცოლა X-ზე.