84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონი მესამე მოსმენითაც მიიღო.
კანონპროექტს მესამე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.