პროფესორი ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ბერძენიშვილი განმარტავს, რომ მისთვის მიუღებელია უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, რის გამოც სამსახურის დატოვება უწევს.
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს.
ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლიდი ბოლო მოვლენებამდე. ამ უნივერსიტეტებში 3:1 მოვიგე. გული დამწყდა, 4:0 მინდოდა, ამიტომ.
#არარუსულკანონს, #არარუსულხელისუფლებას", - წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.