თქვენ არათუ ევროპასა და ამერიკაში, არამედ უბნის მაღაზიაშიც არ შეგიშვებენ , - ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართველ პარტიას მიმართა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ორი კვირის წინ გაკეთებული, ეს არის, ფაქტობრივად, კონსტიტუციის ღალატი, დასავლური კურსის უარყოფა და ღია განცხადება რუსეთთან პოლიტიკური ალიანსის შესახებ. არ ელოდეთ თქვენ, თქვენი მოღალატე ფარცხალაძე, თქვენი პრკურორი, რუსეთის აგენტი თუ დასანქცირდებოდა, არ ელოდით არც მოსამართლეების დასანქცირებას და თქვენ გგონია, რომ გაგივათ ახლა ის, რასაც სჩადიხართ. თქვენ არათუ ევროპასა და ამერიკაში არ შეგიშვებენ, უბნის მაღაზიაში არ შეგიშვებენ, -უთხრა გოცირიძემ „ოცნებას“.